ისტორია მეორე მსოფლიო ომის დროს, ყირიმის ნახევარკუნძულზე ვითარდება. საბჭოთა ჯარები, რომლებიც ძირითადად ქართველი ჯარისკაცებითაა დაკომპლექტებული, დესანტირებას ახდენენ ქერჩში. მათი მთავარი დანიშნულება სანაპიროსა და ფეოდოსიის გზაზე მდებარე სოფლების გერმანელებისგან გაწმენდაა.